თბილისში საბერძნეთის კულტურის ფონდის წარმომადგენლობა გაიხსნა

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოსა და საბერძნეთს შორის კულტურული კავშირების გაღრმავების მიზნით, თბილისში საბერძნეთის კულტურის ფონდის (Hellenic Foundation for Culture) წარმომადგენლობა გაიხსნა. ფონდის პრეზიდენტი ნიკოს კუკისი და მისი დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა.

საბერძნეთის კულტურის ფონდი ბევრ საინტერესო კულტურულ, საგანმანათლებლო, მთარგმნელობით პროექტს ახორციელებს როგორც საბერძნეთში, ისე საზღვარგარეთ და კულტურული კავშირების გაღრმავებაში დიდი წვლილი შეაქვს. გახსნილი აქვს ფილიალი 12 ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები