ქუთაისის ამერიკული კუთხე წარმოგიდგენთ ონლაინ საჯარო ლექციას “საუბრები ალექსანდრე ქართველზე”

10 ივნისს, 17 საათზე, ქუთაისის ამერიკული კუთხე წარმოგიდგენთ ონლაინ საჯარო ლექციას “საუბრები ალექსანდრე ქართველზე”.

ლექცია ეძღვნება საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს.

ლექცია გაიმართება ონლაინ ფორმატით და დასწრება თავისუფალია.

(https://us02web.zoom.us/j/82663809860… Meeting ID: 826 6380 9860Passcode: 501777)

– ამერიკული კუთხეები არის ამერიკის საელჩოს პროექტის ფარგლებში, საქართველოს დიდ ქალაქებში მოწყობილი, ამერიკული სტილის საზოგადოებრივი ცენტრები.

ამერიკული კუთხეების საქმიანობა პარტნიორობაზეა აგებული. ამერიკული კუთხეების მიზანია, ხელი შეუწყოს ურთიერთთანამშრომლობას ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები