„კნოსოს“ თეატრში ანსამბლი “კავკასია” საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

12 ივნისს, კვირას, 16:00 საათზე, „კნოსოს“ თეატრში ვეტერანი ანსამბლი “კავკასია” საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. (ქორეოგრაფები: ეკა გიგოლაშვილი და შოთა ცქვიტიშვილი; ლოტბარები: მამუკა ინაძე და ანა იმედაძე).

ნიჭიერი ქართველი აღსაზრდელები, თავიანთი ხელოვნებით ათენში მცხოვრებ უკრაინელ და ბერძენ თანატოლებთან ერთად, გულწრფელ სოლიდარობას გამოუცხადებენ უკრაინიდან დევნილ ლტოლვილებს.

თეატრის ფოიეში, დამატებითი თანხის შესაგროვებლად, პარალელურად გაიმართება სხვადასხვა სახის აქტივობები.

როგორც კონცერტიდან, ასევე სხვა აქციებიდან შემოსული თანხა გადაეცემა ერთ-ერთ არასამთავრობო დიასპორულ ორგანიზაციას, რომელიც ჩართულია ლტოლვილი ოჯახებისათვის როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო სახის საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები