უცხოელი სტუდენტებისათვის ქართული ენისა და კულინარიის ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა

CU-ს კამპუსში, ქართული ენის ლექციის ფარგლებში, მედიცინის ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტებისათვის ქართული ენისა და კულინარიის ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა შეისწავლეს კვებასთან დაკავშირებული ლექსიკა, ასევე განიხილეს ხინკლის მომზადების ეტაპები, რომელიც პრაქტიკაშიც განახორციელეს.

შეხვედრას ესწრებოდა მედიცინის ფაკულტეტის ორი ჯგუფი: ნიგერიიდან და ირანიდან ჩამოსული „ქართული ენა-2-ის“ მსმენელი სტუდენტები.

ინტეგრირებულ გაკვეთილს კავკასიის უნივერსიტეტის კვების სივრცემ „კანტინერიამ“ უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები