2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი კახი ასანიძისგან

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე კახი ასანიძემ (73 კგ.)  ატაცში შესანიშნავად იასპარეზა.

საქართველოს ნაკრების წევრმა 144/150  კგ. დაძლია და ატაცში ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

ძალოსანმა აკვრაში თავი 172/176 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა.

კიდევ ერთი ვერცხლის მედლის მოპოვება ასანიძემ ორჭიდის ჯამში მოგროვილი 326 კილოგრამითაც შეძლო.

მედლებთან ერთად კახი ასანიძემ საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც თავადვე  შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე დაამყარა.

კახი ასანიძემ თავის მედლებს უკვე დიდების ევროპული მედლებიც შემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები