საქართველოდან კატარში ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა

კატარში საქართველოს საელჩოს და კატარის სადისტრიბუციო კომპანიას შორის (Qatar Distribution Company) ხანგრძლივი თანამშრომლობის და მუშაობის შედეგად, პირველად საქართველოდან კატარში ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა.

აღნიშნული სადისტრიბუციო კომპანია (QDC – Qatar Distribution Company) კატარში ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის და იმპორტის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელია.

27 მაისიდან კატარის სადისტრიბუციო კომპანიის ქსელში 12 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო განთავსდა.  სულ მალე ქართული ღვინო განთავსდება დოჰაში არსებულ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებშიც და ალკოჰოლისათვის ნებადართულ სივრცეებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები