საქართველოს ელჩმა თურქეთში ქართველ სტუდენტებს უმასპინძლა

2022 წლის 27 მაისს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, საელჩოში ანკარის სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის ქართველ სტუდენტებს უმასპინძლა.

საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე,  ელჩმა, მოისმინა ინფორმაცია  სტუდენტების საჭიროებებზე, მიაწოდა მათ ინფორმაცია იმ პროექტებზე, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრები  ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით და მათი ინიციატივების სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

შეხვედრაზე, ელჩმა, ყურადღება გაამახვილა სახალხო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები