4 ოქროს, 3 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი ევროპის თასზე

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ პოზნანში ევროპის თასზე 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა და გოგონათა საერთო ჩათვლაში პირველი გუნდური ადგილი დაიკავა.

„აღსანიშნავია, რომ +100კგ წონით კატეგორიაში ოთხივე მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ამ წონაში გამარჯვებული ირაკლი დემეტრაშვილი გახდა. ვერცხლის მედალს უჩა ტაბატაძე დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები გიორგი ტაბატაძემ და შალვა გურეშიძემ მოიპოვეს. ქართული ფინალი გაიმართა -81კგ წონით კატეგორიაში, სადაც ოქროს მედალი ალექსანდრე ლოლაძეს ერგო, ვერცხლი – ალექსანდრე გულბიანს“, – ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ აგრეთვე ალეკო კასრაძე (-66კგ) და მიხეილ ჯაფარიძე (-100კგ). ვერცხლის მედალს დაეუფლა კოტე კაპანაძე (-73კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ: თორნიკე მაზიაშვილი (-60კგ), თორნიკე ფოლადიშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე -90კგ) და ერეკლე ბაზიერიშვილი (-100კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები