გვადალახარაში “ვეფხისტყაოსნის” ესპანურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

22 აპრილს, მექსიკაში, ხალისკოს შტატის დედაქალაქ გვადალახარაში, საქართველოს საელჩოს მორიგი პროექტის ფარგლებში, “ვეფხისტყაოსნის” ესპანურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

საზეიმო ცერემონიაზე, რომელსაც საქართველოს დელეგაცია და ქართული ლიტერატურის, ისტორიისა და კულტურული წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაზა გაბუნია, ქალაქ გვადალახარას მუნიციპალიტეტის პრეზიდენტი, ხესუს პაბლო ლემუს ნავარო და ხალისკოს შტატის მთავრობის გენერალური მდივანი, ენრიკე იბარა პედროსა.

გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სწორედ კულტურას – ლიტერატურასა და ხელოვნებას აკისრია უდიდესი როლი საქართველოსა და მექსიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში, ხოლო ისეთი შედევრები, როგორიცაა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, ამ რთულ და გამოწვევებით სავსე სამყაროში მუდმივად შეგვახსენებენ მეგობრობის, სიყვარულისა და თავისუფლების მნიშვნელობას კაცობრიობის განვითარების ისტორიაში.

პრეზენტაციის დასასრულს, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ საელჩოსა და El Colegio de Jalisco-ს მიერ გამოცემული “ვეფხისტყაოსანი”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები