თელავში იაპონელი პიანისტის – უსუი ტოშიკის კონცერტი გაიმართა

თელავში  ცნობილი იაპონელი პიანისტის – მაესტრო უსუი ტოშიკის საფორტეპიანო კონცერტი “მშვიდობა მსოფლიოს” გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა მაესტრო ვაჟა აზარაშვილი, მან ისაუბრა ქართველი ერის მხარდაჭერაზე  უკრაინელი ხალხისადმი

შეგახსენებთ, რომ მაესტრო უსუი სიღნაღის საპატიო მოქალაქე გახლავთ. “იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დამყარდა, რის შემდეგადაც ორმა ქვეყანამ განავითარა ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში: პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა. 2022 წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებს მთელი წლის განმავლობაში, რითაც ხელს შევუწყობთ იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებას და ჩვენს ხალხებს შორის კავშირების უფრო მეტად გაძლიერებას.“ აღნიშნულია საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები