ნიკა დევიძე Carnegie Mellon University – ში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
კომაროველი ნიკა დევიძე კარნეგი – მელონის უნივერსიტეტის დოჰას კამპუსში (Carnegie Mellon University) სრული დაფინანსებით ჩაირიცხა და სწავლას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით გააგრძელებს . ინფორმაციას სკოლა – პანსიონი კომაროვი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ კარნეგი – მელონის უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოს მასშტაბით, რასაც მრავალი რეიტინგი მოწმობს. ნიკას მიერ მოპოვებული სრული დაფინანსება მოიცავს საცხოვრებელ, კვებისა და სასწავლო მასალების ხარჯებს.
ნიკა არის: კომაროვის სკოლის “What? Where? When?” კლუბის დამფუძნებელი, რომელიც ინტელექტუალურ შეჯიბრებებს ინგლისურ ენაზე ატარებდა. 2021 წელს EducationUSA Georgia ქსელის Competitive College Club-ის წევრი. არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაცია “Wing”-ის ყოფილი ორგანიზატორი, რომლის ფარგლებში მრავალი პროექტის წარმატებით ჩატარებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. Junior Achievement Georgia-ს საქართველოს პროექტის, “ინოვაციების ბანაკი: ინოვაციები ფინანსურ განათლებაში”, წარმატებული მონაწილე, ტუტორი და ამზადებს ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს მათემატიკასა (SAT გამოცდისთვის) და ფიზიკაში როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.
ნიკასთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებას ჭადრაკის თამაშია. არის სხვადასხვა საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული. ასევე, თავისუფალ დროს უთმობს კოდების წერასა და წიგნების კითხვას.