ეროვნულ სასახლეში უკრაინის მხარდასაჭერად გამოფენა – გაყიდვა გაიმართა

11 აპრილს, ეროვნული სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების აღსაზრდელებმა უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გამართეს. გამოფენაზე გაიყიდა აღსაზრდელების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, კერამიკისა და გობელენის ნამუშევრები. შემოსული თანხა წითელი ჯვრის ანგარიშზე ჩაირიცხა.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში ეროვნულ სასახლეში რეგისტრირებული უკრაინელი მოზარდებისთვის ჩატარდა ძერწვის, კერამიკისა და ქართული ცეკვის მასტერკლასები. ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების მევიოლინეთა ანსამბლ „სი-მი”-ის აღსაზრდელებმა შეასრულეს უკრაინული და ქართული მუსიკალური ნაწარმოებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები