„Design awards Westchester“-ი ნატალია კლდიაშვილის შესახებ წერს

„Design awards Westchester“– ში გამოქვეყნდა სტატია „გასაყიდი სახლის დიზაინი – ყველაფერი ხელოვნების ნიმუშებზე“, სადაც სხვადასხვა ნამუშევრების გვერდით  ნატალია კლდიაშვილის „პლანეტა შანელიცაა“ განხილული.

„მისაღებ ოთახში თქვენ ნახავთ ქართველი მხატვრის ნატალია კლდიაშვილის ნამუშევარს – “პლანეტა შანელი”, რომლის კიდეებზე  არის ამონარიდები გაზეთებიდან, ჟურნალებიდან და 1940-60-იანი წლების დოკუმენტებიდან, რომელიც შანელის ცხოვრებას ასახავს. მარცხენა მხარე ფრანგულადაა, მარჯვენა მხარე ინგლისურად. შერეული ნაწილების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ლოგოს ირგვლივ შექმნილი კოლაჟი ღილებით, ქვებით,  ვერცხლით, მეტალით და სარკეებითაა მოჭედილი“, – ნათქვამია „Design awards Westchester“-ის სტატიაში.

ნატალია კლდიაშვილი სხვადასხვა ფერის ნატურალური ქვებისგან, სარკეებისგან  და მეტალისგან,  გრანდიოზულ, საინტერესო და ყველასგან განსხვავებულ კედლის ინსტალაციებს  ქმნის. ასევე მუშაობს მინიატურულ „ვეფხისტყაოსანზე“.

ამერიკის პრესტიჟულ არტ სივრცეში გამოფენაზე მან “პლანეტები” წარადგინა, სადაც დამთვალიერებლებს შეეძლოთ ეხილათ ნატალიას შექმნილი დედამიწა, მზე, მთვარე, მარსი, ვენერა… მალე იგი ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, ამერიკიდან ახალი – ცნობილი დიზაინერის კოკო შანელის “პლანეტა” შეუკვეთეს. მან „პლანეტის“ ორი ვერსია შექმნა – თეთრი და შავ-თეთრი, რომელიც აწყობილი იყო უამრავი სხვადასხვა დეტალით: ქვებით, ვერცხლით, მეტალით, მარგალიტებით, სარკეებით… თეთრი „პლანეტა“ შექმნისთანავე კერძო კოლექციაში, ხოლო შავ-თეთრი ცნობილი ინტერიერის დიზაინერის ჯილ კლემენტის მოწყობილ ინტერიერში მოხვდა, რომლის შესახებაც „Design awards Westchester“-ი წერს

ნატალია კლდიაშვილის ნამუშევრები ნიკ ვესტის, რობერტ პლანტის, სნუპ დოგის, ბუთსი ქოლინზის, ლორენ ჰილის, ქვინსი ჯონსის, ჯამი როქუაი და სხვა ბევრი ვარსკვლავის კოლექციას ამშვენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები