ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში გაიმართა ევროპის თასის გათამაშება კადეტთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებიც მონაწილეობდნენ.

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვერცხლის მედალოსნები გახდნენ ლუკა მაისურაძე (-50კგ), საბა საბაშვილი (-55კგ) და ნიკა მორბედაძე (66კგ).

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ სანდრო ახლოური (-73კგ) და მათე ჩაფურიშვილი (-81კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები