ახალგაზრდა ფიზიკოსთა ნაკრები ავსტრიის ფიზიკოსთა ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ნაკრებმა ავსტრიის ფიზიკოსთა ტურნირზე (AYPT) აბსოლუტური პირველი ადგილი მოიპოვა. ინფორმაციას სკოლა – პანსიონი კომაროვი ავრცელებს. ავსტრიის ფიზიკოსთა ტურნირზე საქართველოს ნაკრების 3 წევრი მონაწილეობდა, მათ შორის ორი კომაროვის სკოლის მოსწავლე: ნიკოლოზ მალცევი (კაპიტანი) და ნინო ქუჩულორია.

ნაკრებს ავსტრიის და საერთაშორისო ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირისთვის მოსამზადებლად ეხმარებიან ნაკრების გუნდის და კომაროვის სკოლის IYPT წრის ხელმძღვანელები, ბექა ბზეკალავა და ნიკოლოზ ნიკურაძე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო პირველად მონაწილეობდა ავსტრიის ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები