ლიტერატურული საათი – დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში ეროვნული სასახლის ქართული ენის, ლიტერატურისა და ფოლკლორის მიმართულების ორგანიზებით, გაიმართა ლიტერატურული საათი – დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!

“ღონისძიებაზე, მიმართულების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა წაიკითხეს უკრაინელი და ქართველი პოეტების ლექსები და ნაწყვეტები სხვადასხვა ნაწარმოებებიდან, რითაც გამოხატეს უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომა და მხარდაჭერა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინელი ახალგაზრდები, რომლებიც ეროვნულ სასახლეში არსებული სხვადასხვა სერვისებით უსასყიდლოდ სარგებლობენ“, – ნათქვამია ეროვნული სასახლoს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნულ სასახლე და თბილისის მუზეუმების გაერთიანება მოსწავლე – ახალგაზრდობის საგანმანათლებლო მიზნებისთვის, მათ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, პერიოდულად სხვადასხვა სახის კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, გამოფენებსა და სხვა აქტივობებს ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები