გიორგი ფარქოსაძის დოკუმენტური ფილმი სარაევოს კინოფესტივალის ინდუსტრიულ პროგრამაში შეირჩა

გიორგი ფარქოსაძის დოკუმენტური ფილმი “რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს” შეირჩა სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულ პროგრამაში Docu Rough Cut Boutique. ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს. “რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს” გიორგი ფარქოსაძის პირველი სრულმეტრაჟიანი პროექტია, რომელიც ქართულ-ბერძნული კოპროდუქციაა (საქართველოს მხრიდან პროექტს ახორციელებს საპროდიუსერო კომპანია “Attic Production”; ხოლო ბერძნული მხრიდან – “Filmografik DocRepublic” ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით (დაფინანსების 66.52%).
“რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს” ორ გლობალურად მნიშვნელოვან და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ თემას ეხება: ადამიანებს შორის მიჯაჭვულობის პირველყოფილ განცდასა და ამავე დროს, ადამიანის მარადიულ მარტოობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები