ნენე ჟვანია ჰარვარდის უნივერსიტეტში $340 000-ის დაფინანსებით ისწავლის

სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე, XII კლასელი ნენე ჟვანია, ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და სწავლას მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყებს. ნენე სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარეა.ინფორმაციას სკოლა ავრცელებს.

ნენე სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა. მას მოპოვებული აქვს ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირის ოქროს და ბრინჯაოს მედლები და ასევე ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის ვერცხლის მედალი.
ნენე ჟვანიას ჰარვარდის უნივერსიტეტის გარდა დადებითი პასუხი კორნელის, ვილიამსის და პენსილვანიის უნივერსიტეტებიდან მოუვიდა. ნენემ ჰარვარდში ჯამში $340 000-ის დაფინანსება აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები