თბილისის მერია დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა უფასო მუნიციპალურ სერვისს სთავაზობს

თბილისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს მთელ რიგ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკების, ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მომსახურებით.თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სპეციალური ცენტრი გახსნა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს და რიგით მოქალაქეებს არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და თბილი ტანსაცმელი მიაქვთ. შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი ეტაპობრივად იგზავნება უკრაინაში.

ამას გარდა, გახსნილია ანგარიში, სადაც ფინანსური დახმარების შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სახაზინო კოდია- 300778800, ხოლო დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ – უკრაინისთვის.მუნიციპალურმა საბავშვო ბაგა-ბაღებმა დაიწყო უკრაინელი ბავშვების მიღება, სადაც მომსახურება უფასოა.საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დახმარებას უწევენ თბილისის რაიონების გამგეობები ცხელი ხაზიდან შემოსული ზარების შესაბამისად. უკრაინის მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დარეკონ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე – 032 272 22 22.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები