ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა

პოლონეთის ქალაქ ტარნოვში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 სპორტსმენით მონაწილეობდა.

თეონა გაზდელიანმა, შარშანდელი ტიტული შეინარჩუნა და -55კგ წონით კატეგორიაში, იგი უკვე ევროპის ორგზის ჩემპიონია.

-65კგ-ში ქართული ფინალი შედგა. ანდრეი ზინჩენკო ევროპის ხუთგზის ჩემპიონია, ხოლო მინდია მგელაძე დიდებში ვერცხლის მედალოსანი პირველად გახდა.

-75კგ. წონაში ჩემპიონი ლაშა ოზბეთელაშვილი გახდა და თავის სპორტულ კარიერაში ევროპის ჩემპიონატის მეორე ოქრო მოიპოვა.

+95 კგ. პრესტიჟულ წონით კატეგორიაში ლაშა ყამარაული ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ევროპის ჩემპიონატზე 22 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატს კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო კატეგორიის ორი ქართველი არბიტრიც მსაჯობდა – ვლადიმერ შენგელია და დავით ცერცვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები