ორგანიზაციამ ,,ჩეხოს სახლი“ უკრაინელ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გამართა

5 აპრილს ბაღდათში, რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლში, საქველმოქმედო ორგანიზაცია “ჩეხოს სახლისა” და ბაღდათის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის თანამოაზრეობითა და თანამშრომლობით, გაიმართა საქველმოქმედო საღამო უკრაინელ ბავშვთა დასახმარებლად.

მოეწყო მწერალ ცირა ყურაშვილისა და ნინო ჩეხოშვილის საბავშვო ზღაპრების წიგნისა და ნუგზარ ერგემლიძის მოთხრობების წიგნის “მოამინეს” წარდგენა. ასევე ზღაპრების წიგნის ილუსტრაციების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ნუგზარ ერგემლიძე, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ კობეშავიძე, ზურაბ ცინცქილაძე და ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „როდოპოლისი“.

საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა გადაირიცხა უკრაინელ ბავშვთა დახმარების ფონდში.

,,ჩეხოს სახლი”, რომლის დამფუძნებელიც აშშ-ში მოღვაწე ქართველი ნინო ჩეხოშვილია, კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა საქართველოში: შეაქვს წვლილი ქალთა და ბავშვთა დაცვისა და მათი ცნობიერების ამაღლების საქმეში, ეხმარება სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიან ოჯახებს. ასევე ქართული წიგნისა და ქართველი მწერლების პოპულარიზაციას ეწევა საქართველოსა და ამერიკაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები