„ცხოვრება შიშს მიღმა“ – შეხვედრა წიგნის ავტორთან – სამი კოენთან გაიმართება

7 აპრილს, 19 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“, სამი კოენთან შეხვედრა და წიგნის – „ცხოვრება შიშს მიღმა“ წარდგენა გაიმართება.ინფორმაციას გამომცემლობა “ინტელექტი” ავრცელებს. „წიგნის მიზანია მოვიკვლიოთ, როგორ ვიყოთ უფრო ბედნიერები, როგორ ვისიამოვნოთ ცხოვრებით ყოველ წამს და რა გვიშლის ხელს, რომ გვქონდეს ხალისით სავსე ცხოვრება“, – სამი კოენი.
„ცხოვრება შიშს მიღმა“ „ინტელექტის“ და LEO Institute-ს ერთობლივი პროექტია. წიგნის ავტორი – სამი კოენი ლეო ინსტიტუტის, LOL-ის და LaL-ის თანადამფუძნებელია. იგი კაიროში დაიბადა და საფრანგეთში გაიზარდა, შემდგომ კანადაში ინჟინერია ისწავლა, ამჟამად კი შვეიცარიაში ცხოვრობს. 1982 წელს სამიმ მის მეუღლესთან, კლერ ნოიერთან ერთად შექმნა „ლეო მეთოდოლოგია“. მან ათასობით ადამიანს გაუზიარა, თუ როგორ უნდა შეეცვალათ მენტალური მოდელები, ქცევები და სტერეოტიპები იმისათვის, რომ შეექმნათ ჯანსაღი, პროდუქტიული პირადი ცხოვრება და პროფესიონალური გარემო ორგანიზაციაში.
სამი არის ორგანიზაციული სწავლების საზოგადოების წევრი და კონსულტანტი, აგრეთვე მმართველი გუნდის წევრი მსოფლიოს ბიზნეს აკადემიაში. ის აგრძელებს ევროპაში სემინარების ჩატარებას და მუშაობს წიგნებზე „ლეო მეთოდოლოგიის“ მიხედვით. სამი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ხალისს მოჰყვება წარმატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები