თესალონიკში ნანა ჩხაიძის პოეზიის საღამო გაიმართა

3 აპრილს, საბერძნეთში, თესალონიკში, თესალონიკის ქართული თეატრალური დასის ინიციატივით ქართველი ემიგრანტი პოეტის –  ნანა ჩხაიძის პოეზიის საღამო გაიმართა, “და ალბათ, როცა მართლა გაქვს სათქმელი სამყაროსთვის, როცა საკუთარი თავის გჯერა და როცა უბრალოდ (უშურველად) გიყვარს მკითხველი, სწორედ მაშინ ხარ ძლიერი… მე აღმოვაჩინე ძლიერი ნანა ჩხაიძე” წერს მალხაზ რაზმაძე – თესალონიკის ქართული თეატრალური დასის ხელმძღვანელი, ის ასევე – ქართული დასის სივრცეში – კომნინონ 22-ში, ეპატიჟება ყველას: თესალონიკში მცხოვრებ და მოღვაწე ნებისმიერ პოეტს, მწერალს, ლიტერატურის მოყვარულს  ახალ პროექტში, – ლიტერატურულ საღამოებზე – აუცილებლად კვირა დღეს და აუცილებლად 15:00 საათზე, “დასის მსახიობები შეარჩევენ რომელიმე ერთ პოეტს ან მწერალს; გაეცნობიან მის შემოქმედებას; წაიკითხავენ მის ნაწარმოებებს; მოუსმენენ თავად შემოქმედს და ვისაუბრებთ ლიტერატურაზე, ცხოვრებაზე, მომავალზე… ჩვენ ეს გვჭირდება და ეს ცოცხალი კონტაქტი სჭირდება თავად შემოქმედს, რადგან სხვაგვარად, მსმენელის თუ მაყურებლის გარეშე არც ლექსი იწერება, არც მუსიკა იქმნება და არც სცენაზე გასვლას აქვს აზრი..”

ნანა ჩხაიძე 30 წელზე მეტია ემიგრაციაშია – ის ავტორია წიგნებისა: “წმინდა საყდარი”; “მე ემიგრანტი მქვია” , “გაღმით სამშობლოს მთებია” და სხვა.  წიგნებში ძირითადად ემიგრანტების ცხოვრება, მათი ტკივილი, სამშობლოს მონატრება და სევდაა გადმოცემული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები