დმანისის გუნდის ახალი კვლევა ჟურნალში „Journal of Human Evolution”გამოქვეყნდა

“ადრეული თავის ქალა დმანისიდან” – სტატია ახალი კვლევების შესახებ ჟურნალში “Journal of Human Evolution”გამოქვეყნდა. დმანისის თავის ქალის ახალი კვლევებით ვიგებთ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადრეული ადამიანები, ჰქონდათ თუ არა ერთმანეთში ან სხვა ჯგუფებთან დაპირისპირება, ხდებოდნენ თუ არა ავად და იყვნენ თუ არა ისეთი საშიში მტაცებლების მსხვერპლნი, როგორიცაა ლომი და გიგანტური აფთარი – ამ ყველაფერზე და ადრეული ჰომინინების ცხოვრებაზე წაიკითხავთ დმანისის გუნდის ახალ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა პრეისტორიისა და ევოლუციური ანთროპოლოგიის სფეროს წამყვან ჟურნალში „Journal of Human Evolution”.ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

სტატიის ავტორები: ანა მარგველაშვილი, მართა ტაპენი, ფილიპ რაიტმაიერი, ნიკოლოზ წიქარიძე, დავით ლორთქიფანიძე არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები