ფერმილაბსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ლაბორატორია ფერმილაბმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ ითანამშრომლონ კვლევებზე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტის მხარდასაჭერად: ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოების საერთაშორისო ექსპერიმენტი, რომელსაც მასპინძლობს Fermilab- ი. 1000-ზე მეტი მეცნიერი და ინჟინერი 35-ზე მეტი ქვეყნიდან თანამშრომლობს DUNE ექსპერიმენტზე, რათა დაადგინონ ნეიტრინოების როლი სამყაროში.

„მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა ფერმილაბსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის, ჩვენი უნივერსიტეტისა და, მთლიანად, ქვეყნისათვის. დიდი მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის, რომელიც კიდევ უფრო მეტ ქართველ მკვლევარს და სტუდენტს უხსნის გზას მეცნიერების უახლესი მიღწევებისკენ და აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გახდენენ უმაღლესი დონის სამეცნიერო კვლევების აქტიური მონაწილეები“- განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტებში მთელ მსოფლიოში. უნივერსიტეტის მკვლევარები თანამშრომლობენ DUNE ექსპერიმენტში, ასევე ATLAS და CMS ექსპერიმენტებზე ევროპულ ლაბორატორიაში, CERN-ში და COMET ექსპერიმენტებში იაპონურ ლაბორატორიაში KEK-ში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი DUNE-ში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება მათი კონტრიბუცია ფერმილაბის ნეიტრინო დეტექტორის ტექნიკის შექმნისას”, ნათქვამია სტუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები