ლატვიაში საქართველოს საელჩომ ქართველ სტუდენტებს უმასპინძლა

ლატვიაში საქართველოს საელჩომ ქართველ სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც ლატვიის  უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.

სტუდენტებთან ელჩის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ლატვია-საქართველოს ურთიერთობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები