“გალფ ჰოტელს გრუპი” საქართველოს ბაზარზე იწყებს  ოპერირებას

ბაჰრეინის წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო სექტორის მიმწოდებელი კომპანია “Gulf Hotels Group”-ი საქართველოს ბაზარზე იწყებს ოპერირებას. „Gulf Hotels“-მა „GINO HOLDING“-თან გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც თბილისის ზღვაზე, „GINO HOLDING“-ის ტერიტორიაზე 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს მართვას დაიწყებს.

“თბილისში აკვაპარკის ტერიტორიაზე ოთხ ვარსკვლავიან “Gulf Aquamarine Hotel”-ში 500-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. ადგილობრივი პერსონალი, არასეზონის დროს “Gulf Hotels Group”-ის სხვა სასტუმროებში შეძლებენ დასაქმებას“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები