ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე – Kaboom Animation “მიტოვებული სოფელი” დაჯილდოვდა

ამსტერდამის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე – Kaboom Animation მარიამ კაპანაძის ქართულ ანიმაციას „მიტოვებული სოფელი“ საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმების ნომინაციაში დაწესებული ჯილდო გადაეცა.კინოჩვენებას და დაჯილდოების ცერემონიას Eye Filmmuseum-ში, ფილმის პროდიუსერი მარიამ კანდელაკი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია და ნიდერლანდებში ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ინფორმაციას ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

“მიტოვებული სოფელი” პირველად 2020 წელს, იაპონიაში,ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც ფილმს გადაეცა იაპონიის საგარაო საქმეთა სამინისტროს ჯილდო,პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ფილმმა ორი ჯილდო მიიღო: ჟიურის პრიზი და მაყურებლის სიმპათია, კანადაში კი, ოტავას ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „მიტოვებულ სოფელს“ გადაეცა ჯილდო საუკეთესო დიზაინისთვის

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები