,,სამშობლოს გარეშე ადამიანი ისეა, როგორც ხე ფესვების გარეშე“ – როგორ შექმნა უკრაინაში მანანა სულაქველიძემ პატარა საქართველო

ვიდეობლოგის სტუმარი უკრაინაში ქართული კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრ “იბერიას დამფუძნებელი მანანა სულაქველიძეა. მისთვის უკრაინა მეორე სამშობლოა. 2000 წლიდან კიევში ცხოვრობს. ხელოვანმა ქალბატონმა ქართული კერა შექმნა უკრაინის დედაქალაქში და უამრავი ქართველი პატარა აზიარა მშობლიურ კულტურას და ხელოვნებას.

კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერია“ აერთიანებს უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს და არა მარტო მათ. კარს უხსნის ნებისმიერ მსურველს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეზიაროს და გაეცნოს ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ენას, ისტორიას და ტრადიციებს. სიმღერის და ცეკვის სტუდიას უკრაინის სახალხო ანსამბლის წოდება აქვს მინიჭებული, მანანა სულაქველიძე კი „უკრაინის კულტურის დამსახურებული მოღვაწის“ საპატიო ჯილდოს მფლობელია. მოსწავლეები, რომლებიც მან გაზარდა, დღეს ომში უკრაინას იცავენ იარაღით ხელში…

ვიდეობლოგში ,,ემიგრანტული ამბები“ ნახეთ ემოციური ინტერვიუ, რომელიც გადაღებულია ომამდე ცოტა ხნით ადრე.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები