კინოფესტივალი “goEast” ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს

ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, საერთაშორისო კინოფესტივალი goEast ლეგენდარული ქართველი რეჟისორის – ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.

🎞 კინოფესტივალზე შედგება შემდეგი ფილმების ჩვენება:

🎬 “დღეს ღამე უთენებია” (1984);

🎬 “ორომტრიალი” (1986);

🎬 “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978);

🎬 “როცა აყვავდა ნუში” (1972);

🎬 “ვალსი პეჩორაზე” (1992);

🎬 “ერთი ცის ქვეშ” (1961);

🎬 “მე ვხედავ მზეს” (1965);

🎬 “ფერისცვალება” (1968);

🎬 “აურზაური სალხინეთში” (1975);

🎬 “ოქროს ძაფი” (2019);

„საერთაშორისო კინოფესტივალი goEast ყოველწლიურად 100-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმს სთავაზობს აუდიტორიას. იგი გერმანიაში, ქალაქ ვისბადენში ტარდება.

წელს ფესტივალი 19 აპრილის გაიხსნება და 29 აპრილს დასრულდება“, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები