“DELFI. LT” საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ წერს

ლიეტუვურ მედიაპორტალზე “DELFI.LT” გამოქვეყნდა ვრცელი სტატია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ. ქვეყნის ისტორია, გასტრონომიული ტურიზმი და სათხილამურო არდადეგები – სტატიის ავტორი ძირითადად ამ მიმართულებებს მიმოიხილავს და მკითხველს  საქართველოში ეპატიჟება.

გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, ჰაწვალი – ჟურნალისტი დეტალურად ჰყვება საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების შესახებ და ამბობს, რომ სვანეთში მოხვედრა, საერთოდ სხვა თავგადასავალია, ვიდრე უბრალოდ სამთო კურორტი.გოდერძიზე კი ფანტასტიკური ბუნება და განუმეორებელი თოვლია. ჟურნალისტი წერს ისტორიული ციხე სიმაგრეების შესახებ, რომელთა ნახვაც საქართველოში მრავლად შეიძლება , დასასრულს სტატიის ავტორი განუმეორებელ ქართულ სამზარეულოზე უყვება მკითხველს და განსაკუთრებულ ქართულ კერძებს უზიარებს – რომლის დაგემოვნების გარეშე საქართველოდან დაბრუნებას ტურისტებს არ ურჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები