“საქართველო, ლამაზო” – ამსტერდამში ანსამბლ “მერანის” კონცერტი გაიმართა

20 თებერვალს, ამსტერდამში, ქართველი დირიჟორის ქეთევან წიკლაურისა და მისი ჰოლანდიელი კოლეგის, ივო ბოსვეიკის ხელმძღვანელობით, გაიმართა ფოლკლოლური ანსამბლის – “მერანი” კონცერტი, სახელწოდებით „საქართველო ლამაზო“. ჰოლანდიელმა მუსიკოსებმა, საგუნდო და ინსტრუმენტალური ორკესტრირებით, შეასრულეს  როგორც ქართული ხალხური ჰანგები, ასევე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ადგილობრივ მსმენელთან ერთად, კონცერტს დაესწრნენ ნიდერლანდებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საელჩოს თანამშრომლები.
როფესიით დირიჟორმა და საქართველოში რამდენიმე ანსამბლის ხელმძღვანელმა, ქეთევენ  წიკლაურმა ნიდერლანდების სამეფოში ჯერ ჰოლანდიელი მომღერლებისგან შემდგარი ანსამბლი „მერანი“ ივო ბოსვაიკთან ერთად ჩამოაყალიბა, რომლებიც ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ სიმღერებს და აგრეთვე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილ უკვდავ ნიმუშებს მღერიან (2018 წელს ანსამბლ ,,მერანს“ პირველი ტურნე საქართველოში ჰქონდა. წარმატებით გამართა სამი კონცერტი თბილისში, ქუთაისსა და მარნეულში). ცოტა ხნის წინ კი, ქეთევანმა მეორემ ანსამბლიც შექმნა სახელით ,,საქართველო“, რომელიც ასევე უცხოელებისგან დაკომპლექტდა და ქართულ კულტურასა და ტრადიციებს ევროპას აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები