საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა ევროპის თასზე 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

2022 წელს, პარალიმპიურ სპორტში, პირველი საერთაშორისო მედლები უკვე მოპოვებულია. საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა ალბანეთში, ევროპის თასზე,  წარმატებით იასპარეზა, სადაც 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ოქროს მედალი გიორგი ხიზანიშვილმა (-58 კგ) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლები წილად ხვდათ ლია ჩაჩიბაიას (-47 კგ), სანდრო მეგრელიშვილს (-63 კგ) და დავით მაქაძეს (+80 კგ).

ალბანეთის ევროპის თასი პარალიმპიური თამაშების სარეიტინგო ტურნირია და მასში 25 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

„პარატაეკვონდოს ნაკრები მესამე წელია, რაც კომიტეტის მხარდაჭერით საერთაშორისო ტურნირებში რეგულარულად მონაწილეობს და ამ მცირე დროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბდა.“, – ნათქვამია საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები