წყალბურთში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისში გაიმართება

18, 19, 20 თებერვალს, წყალბურთში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისში გაიმართება.

საქართველოს წყალბურთელთა  ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას, ზედიზედ მეხუთედ შეეცდება.

ის „ბ“ ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები არიან პოლონეთის, ბელარუსის და სლოვაკეთის ნაკრები.

მატჩების გრაფიკი კი ასეთი გახლავთ:

18.02.2022

17:30 პოლონეთი -სლოვაკეთი

19:30 საქართველო- ბელარუსი

19.02.2022

17:00 ბელარუსი-სლოვაკეთი

19:00 საქართველო-პოლონეთი

20.02.2022

10:00 პოლონეთი-ბელარუსი

12:00 საქართველო-სლოვაკეთი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები