ქართველი მკვლევრის – ლაშა ჩხარტიშვილის სტატია პოლონურ ჟურნალში დაიბეჭდა

საერთაშორისო რეფერირებულ პოლონურ ჟურნალში „THEATRE STUDIES OF CENTRAL AND EASTERN EUROPE“ ქართველი თეატრმცოდნისა და მკვლევრის ლაშა ჩხარტიშვილის  სტატია „თანამედროვე ქართული დრამატურგია“ დაიბეჭდა.

“სტატიის დაბეჭდვას თითქმის 3 წელი ველოდებოდი. ფარული რეცენზირების, რედაქტორთან სისტემატური მუშაობის შედეგად სტატია უკვე 23 ქვეყნის ავტორთან ერთად ჟურნალის ბოლო ნომერშია გამოქვეყნებული” აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

კვლევაში  განხილულია თანამედროვე ქართული დრამატურგის ტენდენციები, რეზო კლდიაშვილის, თამაზ ჭილაძის, გურამ ბათიაშვილის, ირაკლი სამსონაძის, თამარ ბართაიას, ლაშა ბუღაძის, დავით გაბუნიასა და სხვა ქართველი დრამატურგების ბოლო წლებში განხორციელებული პიესები თანამედროვე ქართული თეატრის სცენაზე.

მკვლევარი ლაშა ჩხარტიშვილი 2019 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერების, მედიის და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; თეატრმცოდნე, ბლოგერი, ქართული თეატრის ელექტრონული არქივის www.theatrelife.ge გენერალური რედაქტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია (18.02.2015); მისი კვლევები იბეჭდება საფრანგეთის, პოლონეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, მოლდოვის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოს სამეცნიერო ჟურნალებსა და პროფესიულ პერიოდიკაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები