მარიამ ბოლქვაძე მეოთხედფინალში გავიდა

მარიამ ბოლქვაძე ბრიტანეთშია და W25 LOUGHBOROUGH ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი. პირველ წრეში იტალიელი მეტოქე ორ სეტში მარტივად დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა, სადაც ტაივანელი იოანა გარლანდი სამ სეტში დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მეოთხედფინალში მარიამის მეტოქე მსოფლიოს 317-ე ბრიტანელი ჩოგანი სარა ბეთ გრეი იქნება.

ბოლქვაძე წყვილთა თანრიგშიც მონაწილეობს. მისი მეწყვილე ხორვატი ჩოგბურთელია და წყვილი ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი. შეგახსენებთ, რომ მარიამ ბოლქვაძე 2022 წლის საჩოგბურთო სეზონი  261-ე საფეხურით დაიწყო .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები