ალექსანდრე კობერიძის ფილმს საფრანგეთის კინოდარბაზებში აჩვენებენ

2022 წლის 23 თებერვლიდან საფრანგეთში, MK2-ის ქსელის კინოდარბაზებში ნაჩვენები იქნება ალექსანდრე კობერიძის სრულმეტრაჟიანი ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ალექსანდრე კობერიძის ფილმი ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა და ლიზასა და გიორგის სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, ფილმი ქუთაისში გადაიღეს და მასში მთავარ როლებს ანა ქარსელაძე, გიორგი ბოჭორიშვილი, გიორგი ამბროლაძე, ოლიკო ბარბაქაძე და ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ 2021 წელს  ბერლინალეს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) ჯილდო დაიმსახურა.ასევე ფილმი “რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ” ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა და “ვერცხლის ჰიუგო” საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები