სიმბოლური მარშრუტი ვილნიუსში 1991 წლის 13 იანვრის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად

საქართველოში ლიეტუვის საელჩოს ინფორმაციით, 15 იანვარს, ლიეტუვaს სათვისტომო მოწვეული იყო სპეციალური და სიმბოლური 9 კილომეტრიანი მარშრუტის სირბილით ან სიარულით დასაფარად თბილისში – ვილნიუსის სკვერიდან თბილისის სატელევიზიო ანძამდე.

“ეს მარშრუტი სიმბოლურად წარმოადგენს “სიცოცხლისა და სიკვდილის გზას”, რომელიც ტრადიციულად იმართება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში 1991 წლის 13 იანვრის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად.

ფოტოების გამოქვეყნება ცოტა დაგვიგვიანდა, თუმცა პეიზაჟები და რეტრო სტილი ამას აბალანსებს“, – ნათქვამია საქართველოში ლიეტუვას საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები