ჩეხეთის ცენტრი თბილისი გიწვევთ გამოფენის გახსნაზე

ჩეხეთის ცენტრი თბილისი გიწვევთ გამოფენის „ჩემი სამშობლო ცვლილების გზებით – სახლის ისტორიები“ გახსნაზე.

„გამოფენაზე ნაჩვენებია ჩეხეთის რესპუბლიკაში დანგრეული შენობებისა და ადგილების ახალი ფუნქციის მქონე რესტავრირებულ შენობებად გარდაქმნის ისტორიები. ყოველი ისტორიის უკან დგას ადგილობრივი ხალხი, რომლებმაც გადაწყვიტეს შეცვალონ თავიანთი სახლი უკეთესობისკენ, შეიკრიბონ და გააკეთონ ეს“. – ნათქვამია ჩეხეთის ცენტრი თბილისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენას 27 იანვარს 16 საათზე გახსნის ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა, ქ. დუშეთის კულტურის სახლში დუშეთის მერთან, ქალბატონ მანანა ნარიმანიძესთან თანამშრომლობით. გამოფენის გახსნაზე ასევე იხილავთ გუნდ ,,კალილოს” პერფორმანსს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები