საქართველოს ისტორიული სადებიუტო გამარჯვება UEFA Futsal ტურნირზე

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ისტორიულ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

„შეხვედრა აზერბაიჯანელთა სწრაფი გოლებით დაიწყო. მეტოქემ ვილელას დუბლით კომფორტული ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, საქართველოს ნაკრებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და შესვენებამდე სხვაობის შემცირება შეძლო. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ავტორი ელისანდრო გახდა.

ჩვენმა გუნდმა ანგარიში მეორე ნახევარში, არჩილ სებისკვერაძის გოლით გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი პენალტით თალეს ფეიტოსამ გაიტანა“. – ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომდევნო მატჩს გუნდი 26 იანვარს ბოსნიის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ჯგუფში ბოსნიის და აზერბაიჯანის გარდა ესპანეთის ეროვნული ნაკრებიც თამაშობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები