“და ივსებოდა სიჩუმით სახლი..” პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა

და შენი ხელი, გამხდარი ხელი,მკვდარი ჩიტივით მეჭირა ხელში.გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა…”

10 იანვარს, 85 წლის ასაკში პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა, რეზო ამაშუკელი 1936 წლის 24 ივნისს ქალაქ ქუთაისში დაიბადა, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: “ცისკარი”, “მნათობი”, ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტში. რევაზ ამაშუკელის ლექსები იბეჭდება 1957 წლიდან. არის მრავალი პოეტური კრებულის ავტორი (“ლექსები”, “ზედაზნის მთვარე”, “შენდამი”, “მზე და მთვარე ნუ მოგშლოდეს”, “ტირისკონი”, “აკმე”). 2018 წელს “ქართველ ჩოხოსანთა დასის” მიერ ეროვნული გმირის “ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენი” მიენიჭა.დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).

“რა მოვასწარი? თითქმის ვერაფერი. ერთის თქმა შემიძლია მხოლოდ: არასოდეს მიღალატია ერთხელ არჩეული გზისათვის და ჩემი ხალხის ტკივილი და სიხარული საკუთარივით მიტარებია მუდამ….“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები