ბრაზილიაში პირველი ქართული მარანი გაიხსნა

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2021 წლის 19 დეკემბერს ბრაზილიის გოიასის შტატში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და მონაწილეობით პირველი ქართული მარანი სამხრეთ ამერიკაში გაიხსნა.

მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას და ქვევრიდან დაეგემოვნებინათ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო.

ეროვნული ტრადიციებისადმი პატივისცემის ნიშნად გაიხსნა მემორიალური კედელი საქართველოს დროშის გამოსახულებით.

საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ბრაზილიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, აგრეთვე, საქართველოთი და ქართული კულტურით დაინტერესებული პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები