საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“ დასრულდა

წელს, რიგით მე – 11 საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის ხელშეწყობით, ჰიბრიდული ფორმით, 28, 29 და 30 ნოემბერს გაიმართა. ფესტივალს მასპინძლობდა კინოსტუდია „ქართული ფილმი“. ფესტივალში მონაწილეობდნენ 19 წლამდე ასაკის მოზარდები, რომლებიც დამოუკიდებლად ქმნიან მოკლემეტრაჟიან(7 წუთამდე), მხატვრულ, ანიმაციურ, ან დოკუმენტურ ფილმებს.

ფესტივალის დირექტორი ირაკლი ჯაოშვილი: ფესტივალის სასელექციო ჯგუფმა საკონკურსო პროგრამისთვის, მსოფლიოს 19 ქვეყნიდან, 35 ფილმი შეარჩია. ეს ქვეყნებია:  ჩინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბელგია, ბრაზილია, ესპანეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები, უკრაინა საბერძნეთი, გერმანია, ირლანდია, კანადა, პორტუგალია, პოლონეთი, ბელარუსი, იტალია, ბულგარეთი, საფრანგეთი და  საქართველო, საქართველო ფესტივალზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე რეგიონით – სამცხე – ჯავახეთი, ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი, აჭარა და თბილისი.

რაც შეეხება ფესტივალს ჟიურის, წელს ჟიურის შემადგენლობა ასეთი გახლდათ: –  ნუგზარ ნოზაძე (კინოოპერატორი – საქართველო), კერსტი უიბო (რეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი – ესტონეთი) და ხათუნა ხუნდაძე ( კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე – საქართველო).

წლევანდელი ფესტივალი ეძღვნებოდა ჩარლი ჩაპლინის უკვდავი ფილმის „ბიჭუნას“ ეკრანებზე გამოსვლის 100 წლის იუბილეს. ამასთან დაკავშირებით საფესტივალო პროგრამაში გათვალისწინებული იყო 2 აქტივობა – პერფომანსი სახელწოდებით „ჩვენ ვეძებთ ბიჭუნას“ და ვორქშოპი მსოფლიო კინოს შედევრები – ჩარლი ჩაპლინის „ბიჭუნა“ – 100“, რომელიც  პროფესორმა, კინომცოდნე  – ზვიად დოლიძემ ჩაატარა. პერფომანსი რუსთაველის გამზირზე მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან გაიმართა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ 6 წლამდე ასაკის ბიჭუნებს, რომლებიც გარეგნულად ჰგავდნენ ფილმი „ბიჭუნას“ პერსონაჟს – ჩარლის ბიჭს (შვილს) ამისათვის ფესტივალის ორგანიზატორებმა დავამზადეთ სპეციალური ბანერი რომელზედაც გამოსახული იყო  ცნობილი კადრი ფილმიდან, ბანერზე ბიჭუნას სახე ამოჭრილი იყო და ყველა ბავშვს შეეძლო თავისი სახე დაეფიქსირებინა. პერფომანსს ჰყავდა ანიმატორიც – ჩვენი ფესტივალის მონაწილე ნიკა ზუბაშვილი, რომელმაც მოირგო ჩარლის კოსტიუმი და აქტიური მოძრაობით და პანტომიმის ჟესტებით იწვევდა კონკურსის მონაწილე პატარებს. მინდა გითხრათ, რომ მონაწილეობის სურვილი მშობლებმაც, გოგონებმაც და ასაკოვანმა მამაკაცებმაც გამოთქვეს,  რა თქმა უნდა კონკურსგარეშე და მთლიანობაში ძალიან სახალისო და შემეცნებითი გამოვიდა. ჩარლის „ბიჭუნას“ ქართველი დუბლიორის შესარჩევ კონკურსში 30-მდე პატარამ მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებული კი გახდა 3 წლის ანდრია რაზმაძე  თბილისიდან, რომელსაც ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცა სპეციალური სერთიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.“

საფესტივალო ფილმების ჩვენება ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე, ხოლო ვორქშოპები, ექსკურსიები და მასტერკლასი „ზუმ“ პლათფორმის დახმარებით გაიმართა. ფესტივალის სტუმრები იყვნენ გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახელობის მუზეუმის  მეცნიერ – თანამშრომელი ქალბატონი ნინო ნიბლაძე, ქუთაისის რეზო ჩხეიძის სახლ – მუზეუმის დირექტორი ინეზა ავალიანი და მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი.

ფესტივალზე წარმოდგენილი რამდენიმე ფილმი არასაკონკურსო პროგრამა „დებიუტში“ მოხვდა. ესენი არიან ის კინომოყვარული მოზარდები, რომლებმაც პირველად მოსინჯეს თავიანთი შესაძლებლობები.

ჟიურიმ 8 ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებსაც დიპლომები გადაეცემათ.

ნომინაციების მიხედვით გამარჯვებული ფილმებია:

  1. ნომინაცია საუკეთესო “იდეა“ – ”წყურვილი“(უკრაინა)
  2. ნომინაცია საუკეთესო „სცენარი“ – „გახსენით თქვენი გულები“ (ბელარუსი)
  3. ნომინაცია საუკეთესო „ოპერატორი“ – “მე ვკრძალავ“ (ბულგარეთი)
  4. ნომინაცია საუკეთესო „რეჟისურა“ – „სკოლის შიგნით, ფიქრები სამყაროზე“ (პორტუგალია)
  5. ნომინაცია საუკეთესო „მსახიობი გოგონა“ – იუტონგ ფუ – ს ფილმში „სარკე“ შესრულებული როლისათვის (ჩინეთი)
  6. ნომინაცია საუკეთესო „მსახიობი ბიჭი“ – ანდრეი ზარკოვი ფილმში „ჩანჩქერი“ შესრულებული როლისათვის (ბულგარეთი)
  7. ნომინაცია საუკეთესო ფილმი “ბავშვთა უფლებებზე“ – „პლანტაპოლისი“ (ბელგია)
  8. ნომინაცია საუკეთესო „ანიმაცია“ – „არაამ“ (ნიდერლანდები) და „იაიოი კუსამას ჯადოსნური წრე“ (საბერძნეთი)
  9. ნომინაცია საუკეთესო „დოკუმენტური ფილმი“ – არ გაიცა

გრან პრი

2021 წლის გამარჯვებული ფილმი გახდა  „ფომო“, რეჟისორებიკევინ მეგსი და მაქს ჰენდრიქსონი Kევინ Mეგგს & Mახ Hენდრიცკსონ (ირლანდია)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები