პროექტი “კონსერვატორიელები კონსერვატორიისთვის” გრძელდება

6,7 და 8 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 405-ე აუდიტორიაში, კონსერვატორიის სტუდენტებისთვის ქალაქ ისმანინგში მოღვაწე ფაგოტისტი თეიმურაზ ბუხნიკაშვილი მასტერკლასს ჩაატარებს. ამ მასტერკლასით გრძელდება თბილისის მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტი “კონსერვატორიელები კონსერვატორიისთვის”, რომლის პირველი ეტაპი 2020 წლის თებერვალსა და მარტში ჩატარდა.

„თეიმურაზ ბუხნიკაშვილი დაიბადა ქ. თბილისში 1979 წელს. ჯერ კიდევ მუსიკალური სკოლის დამთავრებამდე, 1995 წელს, პირველი ფაგოტის პოზიცია დაიკავა თბილისის სიმფონიურ ორკესტრში. მრავალ კონკურსში გამარჯვებისა და საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ გერმანიის ქალაქ მიუნჰენში გადავიდა(1999 წ.). მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თეიმურაზმა სწავლა მიუნჰენის მუსიკისა და ხელოვნების აკადემიაში პროფესორ ებერჰარდ მარშალის ხელმძღვანელობით გააგრძელა. იგი სისტემატურად უკრავს და თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა ორკესტრთან და ამავე დროს, არ წყვეტს მუსიკალურ კავშირს სამშობლოსთან, რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფესტივალში. 2013 წლიდან დღემდე, იგი უძღვება ფორტეპიანოსა და ფაგოტის კლასს ქალაქ ისმანინგში“, – ნათქვამია  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები