მოზარდ მაყურებელთა თეატრმა საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის ახალი პროექტი დაიწყო

თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის ახალი პროექტი დაუწყო.პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს  ქეთევან დუმბაძე ნოდარ დუმბაძის პოეზიას აცნობს, ხოლო ია შუღლიაშვილი ინოლა გურგულიას საბავშვო სიმღერებს ასწავლის.

პროექტი ინიცირებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ  და მასში შვიდი სკოლა მონაწილეობს:  დიდი ბრიტანეთი, ლონდონი – საკვირაო სკოლა “ლაზარე,” ირლანდია, დუბლინი -ქართული საგანმანათლებლო ცენტრი “ლამპარი,” ბელგია, ანტვერპენი ბერი გაბრიელის სახელობის ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ქართული საკვირაო სკოლა და ლიტერატურული თეატრი “ჩვენ დავბრუნდებით!” საფრანგეთი, პარიზი -პარიზის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძართან არსებული საკვირაო სკოლა ,,თამარიონი,” საბერძნეთი, ათენი ვახტანგ VI-ის ქართული საკვირაო სკოლა, ავსტრია, გრაცი – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ გრაცის საკვირაო სკოლა “იმედი”, აშშ, ვაშინგტონი-ქართული მემკვიდრეობის აკადემია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები