გალერეა Artbeat კოლაბორაციულ გამოფენას მასპინძლობს

გალერეა ართბითში  ამერიკელი არტისტის ჯონ რიფენჰოფისა და ქართველი მხატვრის მამუკა ჯაფარიძის კოლაბორაციული გამოფენა „კერა’“ გაიხსნა.

„კერა“-საყოფაცხოვრებო და რელიგიური რიტუალების უცვლელი ადგილია თითქმის ყველა კულტურისათვის, ხოლო, ამ კონკრეტული გამოფენის შემთხვევაში, თავისებური პორტალის, გარდამავალი ანუ ე.წ. ლიმინარული სივრცის ფუნქციის მატარებელი, სადაც არტისტები საკუთარ ნამუშევრებსა და პიროვნებას დომინანტურად კი აღარ წარმოადგენენ, არამედ, მთავარ ადგილს უთმობენ გარემო ფაქტორებს და ფაქიზად ცდილობენ ადამიანის ცხოვრებაში თუ შემოქმედებაში ბუნების მისტიკური ჩარევის კვალი ყველასათვის თვალსაჩინო და გასაგები გახდეს.

გამოფენა 29 ოქტომბერს გაიხსნა და 12 დეკემბრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები