8 ნოემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის წესები იცვლება

ამერიკის შეერთებული შტატებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ა.შ.შ.- ს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, 8 ნოემბრიდან იცვლება ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის წესები.

მათი ინფორმაციით, ახალი რეგულაციის თანახმად, აშშ-ში დროებით შემომსვლელი ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე (non-citizen non-immigrant) ვალდებულია სრულად ვაქცინირებული იყოს და წარადგინოს ფრენამდე 3 კალენდარული დღით ადრე გაკეთებული კორონავირუსის უარყოფითი ტესტი. აქამდე არსებული ყველა შეზღუდვა შენგენის წევრ ქვეყნებზე, რომელიც ქმნიდა სატრანზიტო ფრენებზე დაბრკოლებას, მოხსნილია.

სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება პირი, რომელსაც შესვლამდე მინიმუმ 14 დღით ადრე აქვს ჩატარებული FDA-ის ან WHO Emergency Use List-ის ვაქცინების სრული კურსი:

1 დოზა – Janssen/J&J;

2 დოზა – Pfizer-BioNTech; Moderna; AstraZeneca; Covishield; BIBP/Sinopharm; Sinovac.

18 წლამდე ასაკის პირებს არ მოეთხოვებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, თუმცა ბავშვებისთვის 2 წლის ასაკიდან წარმოსადგენია ფრენამდე 1 კალენდარული დღით ადრე გაკეთებული კორონავირუსის უარყოფითი ტესტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები