„წითელი მზე“ იაპონიის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე

ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა კირკესა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული ფილმი “წითელი მზე” ცეკვისა და მედიის იაპონიის საერთაშორისო ფესტივალის 24 შერჩეულ ფილმს შორის მოხვდა. ფილმის კონცეფციის ავტორი და რეჟისორი მაკა კილაძეა,  ქორეოგრაფი – იოკო კასეკი

ფესტივალი  2021 წლის 3 ნოემბერს დაიწყება და  პანდემიიდან გამომდინარე  წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს „წითელი მზე“ ტოკიოს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე იყო წარმოდგენილი.

ფილმის შესახებ: „ოცნება, რომელზეც მარტო შენ ოცნებობ, არის უბრალოდ ოცნება, მაგრამ ოცნება, რომელზეც ორი ადამიანი ოცნებობს, არის რეალობა“ ამბობს ჯონ ლენონი იოკო ონოს წიგნში „Grapefruit“ და თუ სახელი „გრეიფრუტი“ არაფერს გვეუბნება, მაშინ ვერასდროს გამოვიცნობთ, რა სარგებლობა შეუძლია მოიტანოს ან გვავნოს ამ მცენარემ. თუ დავინტერესდებით და გავიცნობთ მცენარეს კლასით, ოჯახით, ქვეოჯახით, გვარით და სახეობით, ამოვიცნობთ ფერით და აღმოვაჩენთ მის წვენში არსებული ვიტამინების სიმრავლეს, მაშინ მივხვდებით ჩვენი ორგანიზმისთვის რაოდენ სასარგებლოა თუ მავნე ესა თუ ის მცენარე.  ჩვენი ინტერესის თემა სწორედ ის ადამინები არიან, ვინც სიცოცხლის არსი ამ მწვანე და უზადოდ ფერად სამყაროსთან ურთიერთობაში აღმოაჩინეს. სწორედ ამ ქალების შესახებ ლეგენდები იქცა ნებსით თუ უნებლიედ, მედიცინის თუ ჯადოსნობის საწინდარად და უამრავი ნახატი თუ მითი შეიქმნა მათზე, ქალებზე, რომლებიც მზის – ჰელიოსის შვილები და შვილიშვილები არიან“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები