გამომცემლობამ „LOOKWE“ საქართველოს სპეციალური ნომერი მიუძღვნა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და გამომცემლობა „LOOKWE“-ს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  ორენოვანი (ინგლისურ – ჩინური), 83 გვერდიანი მაღალპოლიგრაფიული, სექტემბრის სპეციალური ნომერი გამოიცა.

„აღნიშნული გამომცემლობა დაბეჭდილ 2000 ეგზემპლარს, გაავრცელებს სახელმწიფო სტრუქტურებში, პარტნიორ კომპანიებში (სამიზნე ჯგუფი – ჩინური საინვესტიციო და ტურისტული კომპანიები) და ჩინეთის პროვინციებისა და ავტონომიური რეგიონების მთავრობებში.“ – ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები