დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ მისმა სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა “დასაწყისი”, შარშან, სან სებასტიანში ტრიუმფი მოახდინა და 4 ჯილდო აიღო:

  • კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს ნიჟარა”;
  • დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
  • ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
  • დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);

სან სებასტიანის კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალია. იგი წელს 17-25 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები